22/01/2025
13:11
პოლიტიკა
თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ ტელეკომპანია „იმედია“ - საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს. როცა ეს ძალაუფლება ემხობა, სწორედ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რითაც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.
როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ - პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, სახლში მისულს „იმედისმაგვარი“ რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის „გაპრავებას“ და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას.
„როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში სწორედ ტელეკომპანია „იმედია“, ისევე როგორც მეტწილად ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ისევე როგორც მემარცხენე მედიის გიჟურმა ისტერიამ დააბრუნა ტრამპი ოვალურ ოფისში. მაგალითები უამრავია და შორს წაგვიყვანს. ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ - პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, ბიუროკრატი უსისხლძარღვო უტიფრობას, სახლში მისულს „იმედისმაგვარი“ რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის „გაპრავებას“ და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას.
0
0