17/11/2021
12:23
პოლიტიკა
"მივიღეთ გადაწყვეტილება ერთობლივად - "ლელომ", ნაციონალურმა მოძრაობამ", "გირჩი მეტი თავისუფლებამ" და "დროამ", გაიმართოს პარასკევს 3 საათზე, სამი განსხვავებული ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია, რაც გინდათ ის დაარქვით.
თბილისში 3 საათზე გელოდებით შემდგ ადგილებზე - მეტრო ავლაბართან, სადაც შეიკრიბება ნაციონალური მოძრობის მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი,
მეტრო "ვაგზლის მოედანთან" იმავე დროს, 3 საათზე მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "ლელოს" ლიდერები და არამხოლოდ და მესამე ლოკაცია - იგივე დროს, პარასკევს 3 საათზე, მეტროსადგური "უნივერსიტეტი", ვაჟა- ფშაველაზე", მსვლელობას სათავეში ჩაუდგება "გირჩი მეტი თავისუფლებისა და დროას ლიდერები" - განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყვეტილება კოალიციური შეთანხმებით მიიღეს და მოსახლეობას მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან, საყოველთაო დემონსტრაციაში, სადაც ხელისუფლებისპოლიტიკას გააპროტესტებენ.
0
0