04/12/2024
22:30
საზოგადოება
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ ხმაურია.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მეტროდან ამოსული მოქალაქეების ნაწილს ჩხრეკს, ასევე ამოწმებს ჩანთებს და პარკებს, რითაც ისინი გადაადგილდებიან.
როგორც პოლიციის წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ახდენენ მოქალაქეთა ზედაპირულ დათვალიერებას, რის უფლებასაც მათ „პოლიციის შესახებ“ კანონი აძლევთ.
„ეს ჩხრეკა არ არის, ზედაპირული დათვალიერებაა. ყველა არ მოწმდება. ზედაპირული გადამოწმება, ანუ საწინააღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. კანონი პოლიციის შესახებ, 22-ე მუხლი. ეს არის ჩვენი პირდაპირი მოვალეობა: პირველი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა - პოლიციას უფლება აქვს გადაამოწმოს მოქალაქე. ზედაპირული დათვალიერება წლების განმავლობაში ხდება. ამის შესაძლებლობას გვაძლევს კანონი. არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, ოპერატიული და არ გვაქვს უფლება ამაზე ვისაუბროთ“, - განაცხადა სამართალდამცავმა.
სწორედ აღნიშნული რეიდის ფარგლებში, რამდენიმე წუთის წინ, რამდენიმე პირი დააკავეს. ისინი საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს. აღნიშნულის გამო საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსაც და აქციის მონაწილეებს შორის ხმაური იყო.
„მომიტინგეებს არ ეძლევათ პარლამენტისკენ გადაადგილების საშუალება და საშუალება იმის, რომ აქციას შეუერთდნენ. ეს არის ხელისუფლების ტერორი და დაშინება“, - აცხადებენ მოქალაქეები.
0
0