15/03/2022
12:50
სამართალი
„თავად კახაბერის ინიციატივით შევიტანეთ სპეცსაგამოძიებო სამსახურში განცხადება და მოხდა მისი ხელახალი გამოკითხვა. როგორც მოგეხსენებათ, ის იყენებდა დუმილის უფლებას, მაგრამ ჩვენთან კონსულტაციის მერე, შევთანხმდით, რომ კახაბერ ბაკაშვილი აღიარებს ბრალს, რომელიც წარდგენილი აქვს და დღესაც ამ ყველაფერს დაადასტურებს. არსებითად შეიცვალა დღევანდელი პოზიცია და ცხადია, დღეს უძრავი ქონების ამონაწერი გვაქვს, დავაყენებთ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შუამდგომლობასაც“, – განაცხადა კახაბერ ბაკაშვილის ადვოკატმა, ლაშა სტურუამ.
რაც შეეხება იმ ბრალდებულს, რომელსაც ბრალად ედება არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობა, ის ამ ეტაპზე ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს.
მეტროსადგურ „ისანში“ შემთხვევა 23 იანვარს მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალაში პატრულ-ინსპექტორი არასრულწლოვან შშმ პირს ფიზიკურად უსწორდება.
0
0