
მუნიციპალიტეტის მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურის შესასვლელთან დღეს წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.
„მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. როგორც იცით, დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებს", განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, მოკლევადიანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩავიდეს მეტროში. მეორე, გრძელვადიანი პროექტი კი გულისხმობს „ახმეტელის თეატრის“ მეორე ჩასასვლელ-ამოსასვლელის გაკეთებას, რომელსაც „აზიის განვითარების ბანკთან“ ერთად მერია ახორციელებს.
0
0