მეთიუ პერი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა
16/12/2023
11:39
მსოფლიო
A-
+A
ამერიკელი მსახიობის, მეთიუ პერის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია - სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი კეტამინის მწვავე ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. CNN-ის ცნობით, გაკვეთის შედეგად ამ დასკვნამდე ლოს-ანჯელესის სასამართლო-სამედიცინო კომისია მივიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მეთიუ პერი კეტამინით დეპრესიისა და შფოთვისგან მკურნალობდა. მკურნალობის ბოლო სეანსი მან გარდაცვალებამდე 10 დღით ადრე ჩაიტარა.
54 წლის მსახიობი გარდაცვლილი საკუთარ სახლში, ჯაკუზიში 28 ოქტომბერს აღმოაჩინეს. პერის ცხედარს ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ ჰქონდა, შემთხვევის ადგილას არც ნარკოტიკები იყო აღმოჩენილი. მეთიუ პერის განსაკუთრებული პოპულარობა სერიალ Friends-ში ჩენდლერ ბინგის როლმა მოუტანა. მან სიტკომის 10 სეზონსა და 234 სერიაში ითამაშა.
0
0
354
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%