
„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება, რომელიც „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ და შესაძლო სანქციებს ეხებოდა.
ზარქუამ აშშ-ს მოუწოდა, გამოაგზავნონ არგუმენტები, თუ რატომ დასანქცირდა მოსამართლეები.
„ჩვენი ქვეყნის ინტერესებს რომ ვიცავ, თუ მე დამასანქცირებენ ჩვენი პარტნიორები, ნუ, პრინციპში არც მიკვირს, ჩვენი მოსამართლეები დაასანქცირეს, იმაზე, რაზეც არგუმენტი დღემდე არ არსებობს.
ბატონ მეთიუ მილერს მივმართავ, დასანქცირებულია ჩვენი მოსამართლეები, უსაფუძვლოდ, არგუმენტების გარეშე, თქვენ გაქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადმოგვიგზავნოთ არგუმენტები. იქნებ მართლები ხართ.
თქვენ უსამართლოდ იქცევით და ეს არ არის სწორი მიდგომა. ეს არ არის პარტნიორული მიდგომა. ჩვენ გვჯერა ჩვენი მეგობრების, მეგობრები კი ასე არ იქცევიან“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.
0
0