25/11/2024
11:10
მსოფლიო
მეთანოლით მოწამვლის შედეგად, 17 წლის გოგონა დაიღუპა. ავსტრალიელი მოზარდის ჰოლი ბოულზის გარდაცვალება ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სენატორმა პენი ვონგიმ დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე ჰოლი ბოულზის 19 წლის მეგობარი ბიანკა ჯონსი ასევე მეთანოლით მოწამვლას ემსხვერპლა. ორივე მოზარდი ავად გახდა ჯგუფთან ერთად ლაოსის ერთ-ერთ ტურისტულ კურორტზე ღამის გათევის შემდეგ. Nana Backpacker Hostel-ში, გოგონებმა არაყი დალიეს, რომელიც მეთანოლს შეიცავდა. ისინი ტაილანდის საავადმყოფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის გადაიყვანეს. ტაილანდის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბიანკა ჯონსი "ორგანიზმში მეთანოლის მაღალი შემცველობით გამოწვეული ტვინის შეშუპებით გარდაიცვალა".
როგორც ცნობილია, მეთანოლს ზოგჯერ სასმელებში ურევენ, როგორც ალკოჰოლის იაფი ალტერნატივა, თუმცა სპირტმა შეიძლება ძლიერი მოწამვლა ან სიკვდილი გამოიწვიოს.
პოლიციამ Nana Backpacker Hostel-ის მენეჯერი და მფლობელი დააკავა, თუმცა მოწამლვასთან დაკავშირებით მათთვის ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ. ჰოსტელი კვლავ ფუნქციონირებს, თუმცა ახალ სტუმრებს არ იღებს.
0
0