
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია უშგულის „ლამარიას“ დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით ოფიციალურ განმარტებას აკეთებს.
ეპარქია ხაზს უსვამს, რომ მათ სრულად აქვთ გაცნობიერებული კომპლექსის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.
ეპარქიის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც დღეს სამუშაოები მიმდინარეობს, მანამდე იდგა თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით სამი მხრიდან შემოსილი უსახური შენობა, რომლის ფასადიც სრულიად შეუფერებელი იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსთვის.მიუხედავად ნაგებობის მძიმე მდგომარეობისა, ძეგლზე ახალი ჩარევის თავიდან ასაცილებლად, ეპარქიის მმართველმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა გადაწყვიტა, ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაასახლა. თუმცა, რამდენიმე უმძიმესი ზამთრის გადატანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ არსებულ პირობებში მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება და მათი ჯანმრთელობის დაცვა შეუძლებელი იყო. სწორედ ამიტომ გადაწყდა იმავე ფართზე ახალი, გამართული საცხოვრისის აშენება.
როგოც მოგეხსენებათ, „ლამარიას“ მონასტერი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ეს კარგად გაცნობიერებული გვაქვს ადგილობრივ ეპარქიასაც.
ადგილზე, სადაც დღეს მშენებლობა მიმდინარეობს იდგა უსახური ტიპის შენობა, სამი მხრიდან თუნუქის დაჟანგებული ფირფიტებით შემოსილი, ასევე, წინა მხარეც ადგილმდებარეობისათვის შეუფერებელი იყო.მიუხედავად შენობის ამ მიუღებელი მდგომარეობისა, ეპარქიის მმართველმა - მიტროპოლიტმა ილარიონმა, რომ არ მომხდარიყო ძეგლზე ახალი ჩარევა გადაწყვიტა, რომ ამავე შენობის ფართში აღედგინა ისტორიულად არსებული მონასტრული ცხოვრება და იქ მონაზვნები დაამკვიდრა საცხოვრებლად.რამდენიმე უმძიმესი ზამთრის გადატანის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მონაზვნების ცხოვრების გაგრძელება არსებულ შენობაში შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ გადაწყდა, იმავე ფართზე აშენებულიყო ახალი შენობა, რომელიც „ლამარიაზე“ მონასტრული ცხოვრების გაგრძელებას შესაძლებელს გახდიდა და მონაზვნების ჯანმრთელობაც დაცული იქნებოდა.ეპარქიის და მისი წინამძღოლის მთავარი ინტერესი იყო, რომ ახალ შენობაში გათვალისწინებული ყოფილიყო „ლამარიის“ მთავარი თვისება - არქიტექტურისა და ლანდშაფტის ორგანული შერწყმა და კავშირი, ამისთვის შენობის სიმაღლემ, წინა ნაგებობისგან განსხვავებით საგრძნობლად დაიწია და ალბათ, ყველა დავეთანხმებით ამ პირობას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი „ლამარიაზე“ სიმაღლის ფაქტორის დაცვაა, რომ არანაირმა ნაგებობამ არ დაარღვიოს ბუნებისა და ადამიანის შექმნილი ულამაზესი პროპორციები.პროექტის მიხედვით, მშენებარე საცხოვრისი წარმოადგენს სვანური არქიტექტურისთვის დამახასიათებელ მცირე დარბაზულ ნაგებობას და პროფილიც დამუშავებული იქნება შესაბამისი სვანური ტრადიციით, ფიქალი ქვით.
ასევე, გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ ჩვენს მიერ დაჩქარებულ მოვლენებს, რადგან უშგულში ბუნება სამშენებლო პერიოდად მხოლოდ სამ თვეს თუ გაცლის. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ იურიდიული მიმართულება ცოტა ჩამოგვრჩა და ამ კვირაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გადაიგზავნება საპროექტო წინადადება, ასევე მას განიხილავს საპატრიარქოს არქიტექტურის საბჭოც. - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026