28/02/2023
02:00
სპორტი
27 თებერვალს, პარიზში, ფიფას დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელზეც გამოავლინეს 2022 წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში:
საუკეთესო მეკარე ქალთა შორის – მერი ირპსი (ინგლისი);
საუკეთესო მეკარე მამაკაცთა შორის – ემელიანო მარტინესი (არგენტინა);
ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი წლის საუკეთესო გოლისთვის – მარჩინ ოლეკსი (ამპუტანტი-ფეხბურთელი);
საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის – სარინა ვიგმანი (ინგლისი ნაკრების მთავარი მწვრთნელი);
საუკეთესო მწვრთნელი მამაკაცთა შორის – ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი);
ფიფა-ს ფეარ პლეის პრიზი – ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო);
საუკეთესო გულშემატკივრები – არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები;
წლის სიმბოლური ნაკრები – ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელო, ვირჯილ ვან დაიკი, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი;
წლის საუკეთსო ქალი ფეხბურთელი – ალექსია პუტელასი (ესპანეთი, „ბარსელონა“);
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ).
0
0