27/02/2024
15:17
საზოგადოება
![main-img]( /storage/files/telegram_w_h.jpeg )
მესენჯერი Telegram შეფერხებით მუშაობს. მომხმარებლებისგან დღეს ბევრი საჩივარი შევიდა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
სერვისი შეფერხებით მუშაობს როგორც რუსეთში, ისევე სხვა ქვეყნებში. ის ცუდად მუშაობს როგორც iOS-ის, ასევე Android-ის ტიპის მოწყობილობებზე. ხშირ შემთხვევაში შეტყობინებები არ შემოდის და არ იგზავნება. დესკტოპის ვერსია ჯერჯერობით გამართულად მუშაობს, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეინიშნება ტელაგრამ-არხებზე წვდომის დროს.
იგივე პრობლემა Telegram-ს აშშ-ში დაუფიქსირდა. იქ მომხმარებლების 69%-ს მესენჯერში ვერ შედის, 22% -ის ტელეფონში ის საერთოდ გათიშულია, ხოლო 9% პირად შეტყობინებებს ვერ იღებს.
რუსეთის მობილური კავშირგაბმულობის ქსელები იუწყებიან, რომ Telegram-ში დღეს ტრაფიკის მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ამ მესენჯერის გაუმართაობის შესახებ მეტყველებს.
0
0