04/09/2024
19:54
საზოგადოება
ნაცმოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ მთელ საქართველოს ენტეროსვირუსი აქვს, ჯანდაცვის სამინისტრო კი, შესაბამის განცხადებას არ ავრცელებს.
მისი თქმით, მთავარია, “ბიძინა ივანიშვილი ზის მინის კოლბაში”.
,,მთელს საქართველოს ენტეროვირუსი აქვს. ბავშვები, დიდები – საშინლად მოდებულია. უმძიმესი ვირუსია, მესამე დღეა წონასწორობა დავკარგე სიარულისას.
რა ხდება, ერთი განცხადება მაინც გაავრცელოს ჯანდაცვის სამინისტრომ.
რატომ იწამლება დასასვენებლად წასული ხალხი ასე სასტიკად და შემდეგ, ეს ვირუსი კატასტროფულად ვრცელდება მთელს ქალაქში.
როგორ დავიცვათ ბავშვები, სასწრაფო დახმარებით რომ გადაჰყავთ საავადმყოფოებში?
მილიონი კორპუსი ჩადგეს ბათუმში მოუწერიგებელი საკანალიზაციო სისტემით;
დაავადებათა კონტროლოს ცენტრს მთავარი ფუნქცია გამოაცალეს, სულ არ აინტერესებთ ამ სიცხეში ავადმყოფი ბავშვები;
მთავარია, ივანიშვილი ზის მინის კოლბაში..” - წერს დეკანოიძე
0
0
ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
20/09/2024