20/04/2023
16:47
პოლიტიკა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის უპრეცედენტო ერთიანობამ ბოლომდე გააშიშვლა მმართველი ძალა.
„ისინი არიან დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილეები და შემქმნელები, რომლებიც საქართველოს აშორებენ ევროინტეგრაციის გზას. ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ ერთიანი, მესამე დღეა, ქუდზე კაცი ვართ მოსული და 50 გარანტირებული ხმა გვაქვს.
სამარცხვინოდ ზის „ქართული ოცნება“ დარბაზში, თავმჯდომარეები, მოადგილეები, მომსახურე პერსონალი, მაგრამ არ გადიან რეგისტრაციას. დღეს რაიმე განსხვავებულს არ ველოდები, მაგრამ ვაპირებთ, ასე გავაგრძელოთ ბრძოლა, რადგან კენჭისყრების გარეშე სხვა საკითხები დღის წესრიგში ვეღარ დადგება, თუ კვლავ არ დაარღვიეს პროცედურა და კანონსაწინააღმდეგო პროცედურებს არ ჰქონდა ადგილი.
გაგახსენებთ, გასულ წელს, როცა 12 პუნქტზე რიგგარეშე სხდომა მივიწვიეთ, მათ კარი ამოქოლეს, არ მოვიდნენ, არ შექმნეს კვორუმი სხდომის ჩასატარებლად. დღეს ისინი სხედან დარბაზში და სამარცხვინოდ ხელს არ აჭერენ ღილაკს. ეს მკაფიო მაჩვენებელია საზოგადოებისთვის, ვისთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
0
0