
მერობის კანდიდატთან დაკავშირებით ცარიელ ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია, მათ შორის ჩემი სიტყვების შეგნებულად დამახინჯების გზით. სინამდვილეში, ბატონ კახის არანაირი სხვა ალტერნატივა არ გააჩნია სწორედ იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში დაადასტურა, რომ ღირსეული მერია და იმსახურებს, გააგრძელოს ქალაქის ღირსეული მსახურება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კახა კალაძე „ქართული ოცნებისთვის“ უალტერნატივო კანდიდატია.
„გუნდში მასთან დაკავდირებით სრული ერთსულოვნებაა. ერთადერთი, რასაც ველოდებით, ეს პოლიტiკური საბჭოს შეხვედრაა, სადაც უკვე ფორმალურად მოხდება მისი დასახელება თბილისის მერობის კანდიდატად. ერთადერთი, რაც მე გამოვხატე, ეს იყო თავშეკავება პოლიტიკური საბჭოს ფორმალურ გადაწყვეტილებამდე. ბატონი კახას კანდიდატურასთან დაკავშირეbით სრული ერთსულოვნებაა. უბრალოდ, პოლიტიკური საბჭო მის კანდიდატურას ფორმალურად დაასახელებს და საზოგადოებას ფორმალურად წარუდგენს“, – განაცხადა მახაშვილმა.
0
0