26/02/2023
16:47
პოლიტიკა
“გამოდიან ღრმადპატივცემულ ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას ხომ? [...] სულ არ მაინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია, მე ვხედავ, რომ გამყიდეს იმათმა [ევროპარლამენტარებმა] აგრესორ რუსეთზე გადამაგდეს. გვკითხეს ქართველებს ჩვენ რა გჭირდება და რა არა, თავისას რომ მიწესებენ”, ამის შესახებ მეუფე იაკობმა დღეს, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“მერე ჩვენგანაც წამოვა, შენ რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა გექნება ჩემი მისამართით, ჩემგანაც წამოვა შესაბამისი რაღაცა. მერე აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილებების საპასუხო რეაქციაა. ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდნენ და ის ხომ ცოტა ადამიანი იქნება. ეს ადამიანები იქნებიან ძირითადად ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან”, აღნიშნა მეუფემ.
0
0