09/06/2023
08:40
პოლიტიკა
“მერაბიშვილსა და კეზერაშვილს კი არ ვებრძვი, ეგ მათთვის პატივი იქნებოდა, ვებრძვი ყველაფერს იმას, რასაც ისინი განასახიერებენ”, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ტოქსიკურ ხელისუფლებას ტოქსიკური ძალით ვერ შეებრძოლები.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წელს ამომრჩევლებმა უარი უთხრა. თუმცა, შემდგომ, მათი ნაწილი, პოზიტიური მუშაობის შედეგად ისევე ჩვენი ამომრჩეველი გახდა. მათ უარი უთხრეს ენმ-ს არა მშენებლობისთვის, აღმშენებლობისთვის, პოზიტიური რეფორმებისთვის, არამედ ძალმომრეობის გამო. ბიზნესის რეკეტის გამო, მურუსიძეების გამო და დღეს რას ვხედავთ?! ზუსტად ის ადამიანები, ვინც შობა მურუსიძე, ჩინჩალაძე, მართავენ პროცესებს.
საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი რომ არ კონსოლიდირდება ამ მანკიერების გარშემო არ მიკვირს, ამან გამოიწვია გახლეჩა. ეს მლიქვნელობა, ეს ანგარებითი პოლიტიკის კეთება, უნდა დასრულდეს", - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.
0
0
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი გადაიდო
16/11/2024