-share.jpg)
„მე არ ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება დამაზიანებელი იყოს საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის. არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, ვანო მერაბიშვილის განცხადება არის მისი ინდივიდუალური პოზიცია, რომელიც დააფიქსირა, როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარმა.
„რა თქვა ვანო მერაბიშვილმა, რომ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის მასობრივი აქციებია საჭირო? ფიქრობთ თუ არა, რომ ის აქციები, რომელიც წინა დღეებში გაიმართა, საჭირო იყო? იყო ხომ საჭირო?
რაც შეეხება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას, ეს პოზიცია დღეს ნახეთ, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგი ჩაატარა. ნახეთ ლევან ხაბეიშვილის გუშინდელი განცხადება. ეს არის ადამიანის [ვანო მერაბიშვილი] ინდივიდუალური პოზიცია, რომელიც დააფიქსირა როგორც ამ ქვეყნის გულშემატკივარმა და ადამიანმა, რომელიც ახლა ჩართულია ანტიპუტინისტურ მოძრაობაში.
მე არ ვფიქრობ, რომ ვანო მერაბიშვილის განცხადება დამაზიანებელი იყოს საერთო ოპოზიციური ბრძოლისთვის. არაფერი განსაკუთრებული არ უთქვამს. თქვა რომ ამ ქვეყნის გადარჩენისთვის საჭიროა მასობრივი საპროტესტო აქციები“, - განაცხადა ბოტკოველმა და აღნიშნა, რომ ის ეთანხმება შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას.
„თქვენ ფიქრობთ, რომ აქციები, რომელიც ამ დღეების განმავლობაში იმართებოდა პოლიტიკური არ ყოფილა? ჩვენი მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებასთან და გადარჩენასთან ერთად არის ამ ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი.
ის მოთხოვნები, რა მოთხოვნებიც იყო გაჟღერებული აქციაზე, სწორედაც გულისხმობს ამ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა ქართველმა ხალხმა მოიპოვა, გამარჯვების პირველი ეტაპია. შემდეგი გამარჯვებები, ქვეყანაში მოიპოვებს პოლიტიკური პატიმრების თავისუფლებას“, - განაცხადა ბოტკოველმა.
0
0