17/03/2023
12:14
პოლიტიკა
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ეკა ხერხეულიძე, ვანო მერაბიშვილის განცხადებას ეხმაურება და მას სიცრუეში ადანაშაულებს.
“ვანო მერაბიშვილის განცხადებები იყო ტყუილი და აცდენილია დროსა და სივრცეს. იგი არათუ ჩართულია პარტიის მართვაში, იგი იყო ავტორი იმ მოვლენების, რაც პარტიაში მოხდა და რამაც სავალალო შედეგები გამოიწვია ზოგადად, ომში მყოფ ქვეყანაში პარტიის შიდა ამბებზე საუბარი წარმოუდგენლად მიმაჩნია. ადამიანი აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინა მენეჯმენტს არ ჰქონდა სათანადო რეაგირება უკრაინის საკითხზე. სინამდვილეში ჩვენი მოქმედებები იყო ძალია აქტიური, დაწყებული ყოველდღიური განცხადებებით, აგრეთვე რეზოლუციის მოთხოვნა პარლამენტში, უკრაინის სოლიდარობის აქციების მხარდაჭერა და მონაწილეობა, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, როდესაც გიორგი მარგველაშვილი, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მე ჩავედით ჯერ კიდევ დანაღმულ ბუჩაში. გვქონდა შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსთან, მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან და დღესაც ჩვენ გვაქვს ძალიან ინტენსიური ურთიერთობები. როგორც ჩანს, ვანო მერაბიშვილს ეს ურთიერთობები არ აქვს. ვერც ვანო მერაბიშვილისაგან და ვერ ვერავისგან ვერ მივიღებ შენიშვნას პატრიოტიზმთან დაკავშირებით", განაცხადა ხერხეულიძემ.
მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ამ განცხადებებმა ზიანი მოუტანა ნაციონალურ მოძრაობას”. გარდა ამისა, ხერხეულიძე აცხადებს, რომ 7 – 9 მარტის აქციები არ იყო მისი პარტიის მიერ ორგანიზებული, რის გამოც ყოფილი მინისტრის განცხადებებმა აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით, “აგრესია გამოიწვია და ახალგაზრდებიც დისტანცირდნენ”.
“ვანო მერაბიშვილის განცხადებები იყო საჩუქარი ”ქართული ოცნებისთვის", რადგან მმართველი ძალა მისი განცხადებების ციტირებით თავს იცავს ამ კრიზისულ ვითარებაში. ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ისინი არჩევნების პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მიხეილს სააკაშვილის გასათავისუფლებად უწყვეტ აქციებს ჰპირდებონენ. ჩვენ მხოლოდ ვნახეთ ათ კაციანი აქციები. ნიკა მელიას ბრალდებოდა, რომ დიდ აქციებს შლიდა. შეკრიბოს ახალმა მენეჯმენტმა დიდი აქცია და არ დაშალოს მიზნის მიღწევამდე და ცხადია ჩვენც დავდგებით იქ. როდესაც ნიკა მელიას პერიოდში ადამიანები ყოვედღიურად წერდნენ მიხეილს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ახლა აღარ წერენ, აღარ არის განგაში, მიუხედავად იმისა, რომ დღეს სააკაშვილი 61 კგ. ამიტომაც შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კამპანიაც ორგანიზებული იყო”, – განაცხადა ხერხეულიძემ.
შეგახსენებთ, შსს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ ერთადერთი ძლიერი პატრია არის „ნაციონალური მოძრაობა“ , მაგრამ მისი წინა ხელმძღვანელობა არ იყო აქტიური, ახლა კი მის სათავეში ნამდვილი პატრიოტები მოვიდნენ.
0
0