15/09/2024
19:23
სპორტი
ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა (18-4) შონ ო'მალი (18-2) მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.
ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდში მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალის აკოცა. დვალიშვილის თქმით, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ მეტოქეს სრულად აკონტროლებდა და დომინირებდა.
"ო'მალის იმიტომ ვაკოცე, რომ მასზე ვდომინირებდი და ბოლომდე ვაკონტროლებდი. მსურდა, რომ ეს ეგრძნო", - განაცხადა დვალიშვილმა.
5 რაუნდიანი ბრძოლა მერაბის უპირატესობით წარიმართა, პირველ რაუნდში მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ქართველის
დომინაცია მეორე რაუნდშიც გაგრძელდა. მესამე რაუნდში დვალიშვილმა მეტოქის
პარტერში გადაყვანა ვერ მოახერხა, თუმცა მეოთხე და მეხუთე რაუნდში მერაბმა არანაირი კითხვის ნიშანი არ დატოვა.
დვალიშვილმა ორგანიზაციაში ზედიზედ მე-11 ბრძოლა მოიგო.
შეგახსენებთ, ილია თოფურიას შემდეგ, მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024