12/06/2023
15:47
მსოფლიო
CNN-ის ინფორმაციით, ტეხასის შტატში, მექსიკის ყურის სანაპიროზე, ასიათასობით მკვდარი თევზი (მენჰადენი) გამოირიყა. აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ცნობით, თევზების დახოცვა ხშირია ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა იმატებს.
„როგორც ცნობილია, თუ წყალში არ არის საკმარისი ჟანგბადი, თევზი ვეღარ სუნთქავს. ხშირ შემთხვევაში, წყალში ჟანგბადის უკმარისობა ბუნებრივი მოვლენაა. მზის სინათლით გამოწვეული ფოტოსინთეზი წყალში ჟანგბადის დონეს ზრდის დღის საათებში. ფოტოსინთეზის პროცესი წყდება ღამით და ის შეიძლება შენელდეს მოღრუბლულ დღეებში, მაგრამ მცენარეები და ცხოველები წყალში მაინც სუნთქავენ და წყალში გახსნილ ჟანგბადს მოიხმარენ,“ – აღნიშნა ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ლერინ ჯონსონმა.
„წყალზე მოტივტივე თევზის მასა, გაზვიადების გარეშე, დიდ საბანს ჰგავდა,“ - თქვა Quintana Beach County Park-ის ზედამხედველმა.
Quintana Beach County Park-ი ვიზიტორებს მოუწოდებს, მოერიდონ სანაპიროს, სანამ მაშველები აღნიშნულ ზონას სრულად არ გაასუფთავებენ, რადგან, მათი განმარტებით, მკვდარ თევზთან შეხება ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
0
0