
კომპანია Ferromex-მ, რომელიც მექსიკის რამდენიმე რკინიგზის სადგურს მართავს, 60 მარშრუტი შეაჩერა, რადგან სატვირთო მატარებლებით მიგრანტების დიდი რაოდენობა მგზავრობს.
Ferromex-ის თქმით, აშშ-მექსიკის საზღვრისკენ მიმავალი 60 მატარებლის მომსახურება შეჩერდება, რათა თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები. კომპანიამ დასძინა, რომ მიგრანტების [ყოველწლიურად ასობით ათასი] რიცხვი, რომლებიც საზღვარზე გადასვლას მისი სატვირთო მატარებლებით ცდილობენ, "უპრეცედენტოა".
Grupo México-მ, რომელიც მექსიკის უდიდეს სარკინიგზო ოპერატორ Ferromex-ს ფლობს, განაცხადა, რომ ბოლო დღეებში დაშავების ან გარდაცვალების ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა.
სატვირთო მატარებლების ქსელს მიგრანტები La Bestia-ად (ურჩხული) მოიხსენიებენ. დატვირთულ ბორტზე ასვლას ბევრი მათგანი რისკავს, რათა მექსიკის სამხრეთიდან ჩრდილოეთ საზღვრამდე 3000 კილომეტრიან გზაზე მგზავრობა დააჩქარონ.
Ferromex-ის თქმით, სატვირთო მატარებლებში ბავშვიანი ოჯახებიც სხდებიან. გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის გავლით მიგრანტი ბავშვების რაოდენობამ რეკორდულ რაოდენობას მიაღწია.
„ბანდათა ძალადობა, არასტაბილური მდგომარეობა, სიღარიბე და კლიმატთან დაკავშირებული მოვლენები, საგანგაშოა. ეს აწუხებს რეგიონს და უფრო მეტი ბავშვი ხდება იძულებული, რომ სახლი დატოვოს“, - თქვა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში Unicef-ის წარმომადგენელმა გარი კონვილმა.
შეერთებული შტატების საბაჟო და სასაზღვრო დაცვამ განაცხადა, რომ აშშ-ის სამხრეთ საზღვარი 2023 წლის პირველ შვიდ თვეში 83000-ზე მეტმა ბავშვმა გადაკვეთა. 10-დან 9 ბავშვი 11 წლამდე ასაკისაა.
0
0