30/10/2023
16:15
მსოფლიო
მექსიკის ქალაქ აკაპულკოში გრიგალ „ოტისის“ შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა, 6 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სტიქიამ 900 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა, დაზიანდა 270 000 სახლი და 600 სასტუმრო, განადგურდა ინფრასტრუქტურის ობიექტები. მხოლოდ ოფიციალურად, სადაზღვევო კომპანიების მიერ დათვლილი ზარალი 15 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს.
მოსახლეობა სტიქიის შესახებ გაფრთხილებული იყო, მაგრამ სანაპიროსთან მიახლოების შემდეგ მისი სიმძლავრე ორჯერ გაიზარდა და მეცნიერებმა ვერ დაადგინეს ამის მიზეზი.
აკაპულკოში გრიგალის შემდეგ არ არის საკმარისი წყალი, საკვები და საწვავი. ქალაქში ძარცვა დაიწყო. ხელისუფლებამ აკაპულკოში წესრიგის დასამყარებლად 17 ათასი სამხედრო გააგზავნა. ასევე მათ ჰუმანიტარული დახმარების განაწილება უნდა გააკონტროლონ.
0
0