02/10/2023
11:28
მსოფლიო
მექსიკის სამხრეთ შტატ ჩიაპასის გზატკეცილზე სატვირთო მანქანის გადატრიალების შედეგად, 10 კუბელი მიგრანტი დაიღუპა.
„დაშავდა სულ მცირე, 17 ადამიანი. დაღუპულ მგზავრებს შორის ყველა ქალია, მათგან ერთ-ერთი კი - ბავშვია,“ - განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა.
„ერთი კვირის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ეს მეორე ფატალური ავარიაა, რომელსაც მიგრანტები ემსხვერპლნენ. სატვირთო მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. პირველადი ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარის გამო მძღოლმა კონტროლი დაკარგა და სატვირთო მანქანა ამობრუნდა“, - განაცხადა მიგრაციის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INM).
Agence France-Presse-ის ინფორმაცით, ავარია გვატემალის საზღვართან მოხდა. წყნარი ოკეანის სანაპიროს საავტომობილო გზის მონაკვეთს ათასობით მიგრანტი აშშ-ში გადასასვლელად ხშირად იყენებს. მიგრანტებთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევები იშვიათი არ არის მექსიკაში, საიდანაც ბევრი ადამიანი კვეთს ქვეყანას არაავტორიზებული და მოძველებული მანქანებით.
რამდენიმე დღის წინ, ამავე შტატის სხვა ნაწილში მიგრანტების გადამყვანი კიდევ ერთი სატვირთო მანქანა ამობრუნდა და ორი მგზავრი დაიღუპა.
0
0