27/10/2022
15:59
მსოფლიო
მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სასაზღვრო შტატის, ტამაულიპასის, კონგრესმა მხარი დაუჭირა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ტამაულიპასი მექსიკის ბოლო შტატია, რომლის კონგრესმაც სამოქალაქო კოდექსში აღნიშნული ცვლილება შეიტანა.
ტამაულიპასის კონგრესის გადაწყვეტილებას მიესალმა მექსიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდენტი, არტურო ზალდივარი.
”მთელ ქვეყანაში გიგანტური ცისარტყელა ანათებს. ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის ღირსებასა და უფლებას. სიყვარული სიყვარულია“, - წერს ზალდივარი „Twitter“-ზე.
ცოტა ხნის წინ, მეხიკოს, სონორასა და სინალოის შტატებმა მხარი დაუჭირეს ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას. როგორც ერთ-ერთმა აქტივისტმა ენრიკე ტორე მოლინამ განაცხადა, „ეს დიდი ხნის ნანატრი პროგრესის ნიშანია მანამდე გენდერული ძალადობით ცნობილი ქვეყნისთვის.’’
„დღეს ისტორიული დღეა ლგბტქ საზოგადოებისა და მექსიკისთვის. დღეს ჩვენ და ჩვენი ოჯახები სამართლიანი ქვეყნის თანასწორუფლებიანი მოქალაქეები ვართ“, - განაცხადა აქტივისტმა.
მეხიკო მექსიკის პირველი შტატი იყო, რომლის კონგრესმაც 2009 წელს ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა.
ერთსქესიანთა ქორწინება უკანონო რჩება პარაგვაიში, ბოლივიაში, პერუში, ვენესუელაში, ცენტრალური ამერიკის უმეტეს ნაწილსა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების ნაწილში.
0
0