
აშშ-მექსიკის საზღვარზე, ქალაქ ელ-პასოს მახლობლად (ტეხასის შტატში), ასობით ფედერალური და ადგილობრივი მექსიკელი სამართალდამცავი ჩავიდა, ტეხასისკენ მიმავალი 2000-კაციანი ქარავნის შეჩერების მიზნით. მიმდინარე კვირაში, ქალაქ ხუარესში, მექსიკის ოფიციალური პირები ფედერალურ საიმიგრაციო წარმომადგენლებსა და სხვა სამართალდამცავ პირებს დაუპირისპირდნენ. აღნიშნული ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მექსიკის პრეზიდენტს შორის მიმდინარე შეთანხმების ნაწილია, რომლის თანახმად, მექსიკამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საზღვრის დაცვაში.
მიგრაციის ეროვნული ინსტიტუტის, სულ მცირე, 200 წარმომადგენელი გააქტიურდა, რათა ხელი შეუშალონ 2000-მდე მიგრანტის მიმოსვლას, რომელმაც გასულ კვირას დატოვა ჩიაპასი [მექსიკა] და უკვე აშშ-ს უახლოვდება.
„უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში, ქალაქ ხიმენესში საგუშაგოები შეიქმნა. მათი მიზანი საზღვრისკენ მიმავალი მიგრანტების დეპორტაციის მიზნით დაკავებაა. სპეციალური რეაგირების ჯგუფი 36-ე კარიბჭეზე გაიგზავნა, ელ-პასოს სასაზღვრო კედლისკენ, სადაც, 21 მარტს, მიგრანტების ბუნტი დაიწყო,“ - იუწყება მექსიკური მედია.
მიგრანტთა ქარავანს მექსიკელი აქტივისტები ხელმძღვანელობენ, რომლებიც უკავშირდებიან ეკლესიებს, რათა ისინი, ძირითადად, სამხრეთ ამერიკელ მიგრანტებს დაეხმარონ აშშ-მექსიკის საერთაშორისო საზღვრამდე მისვლაში. აქტივისტები იმედოვნებენ, რომ კრიმინალებისა და კორუმპირებული პოლიციელებისგან მიგრანტების დაცვა შესაძლებელი იქნება.
სასაზღვრო ქალაქ ხუარესში არსებული თავშესაფრები უკვე მიგრანტების 75%-ს იტევს. ეს მიგრანტები, აშშ-ში ჩასვლისთანავე, სავარაუდოდ, აშშ-ის სასაზღვრო პატრულს ჩაბარდებიან.
0
0