31/10/2023
14:32
მსოფლიო
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა მოუწოდა უშიშროების ძალებს, დაუყოვნებლივ დააკავონ არეულობის წამქეზებელი პირები და თუ პირი რეაგირებას არ მოახდენს სამ გამაფრთხილებელ გასროლაზე, მეოთხე „ტყვია შუბლში დაახალონ“.
„თუ ერთი ადამიანიც კი გამოდის უნებართვო არეულობისთვის, დააკავეთ და ჩასვით ციხეში, ან სამი გამაფრთხილებელი გასროლა ჰაერში და ამის შემდეგ, თუ კანონს არ დაემორჩილება, მეოთხე ესროლეთ შუბლში. აღარ გამოვლენ. ეს ჩემი ბრძანებაა", - განუცხადა მან შინაგან საქმეთა სამინისტროს და რუსეთის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს რესპუბლიკის მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე.
კვირას მახაჩკალაში ადგილობრივი მოსახლეობა თელ-ავივიდან რეისის ჩამოსვლის შემდეგ, აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეიჭრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ეძებდნენ ჩამოსულ ისრაელის მოქალაქეებს და ასევე ამოწმებდნენ ტერიტორიიდან გასულ მანქანებს.
0
0