30/10/2021
11:39
საზოგადოება
„როგორც 2 ოქტომბერს, ასევე დღესაც, იქნება რადიკალების პოლიტიკანები, მათი მორჩილი ტელევიზიები და არასამთავრობოები ისევ შეეცდებიან საარჩევნო ადმინისტრაციის მაქსიმალურ დისკრედიტაციას. ნაცსექტის მახინჯი ილუზიის ტირაჟირებას, რომ არჩევნები ყალბდება.
შესაძლოა განხორციელდეს უბნებზე დებოშის ატეხვა (ზოგან უკვე მოასწრეს); თავად "ნაცების" აქტივისტების მიერ გაყალბების ფაქტების იაფფასიანი იმიტირება; აჟიტირებული "ჟურნალისტების" უაზრო სირბილი, "ქართული ოცნების" ელექტორატის დამუნათება, რომ აგრესიაზე მიიღონ ბუნებრივი ემოციები; საჩივრების დაწერა, როდესაც არ არის დარღვევა, მაგრამ მაინც და სხვა, უკვე მრავალჯერ ნანახი ბოროტი ხრიკები.
არაა გამორიცხული, რომ დაზაფრონ მიმდევრები სააკაშვილის სიკვდილის პირას ყოფნის გზავნილითაც.
ამის მიუხედავად, მეორე ტურიც ჩატარდება სუფთად და გამჭვირვალედ, რადგან გვყავს ცესკოს პროფესიონალები და ადგილებზე არიან ობიექტური, ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლები“, - წერს გია აბაშიძე.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024