
„პოლონეთის დასახლება ფშევოდოვეში 15 ნოემბერს მომხდარი აფეთქებების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებამ ორი რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ განაცხადა. ახლა კი მეორე რაკეტის შესახებ „დაივიწყეს“. ამის თაობაზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა განაცხადა.
არესტოვიჩის თქმით, ლოგიკურია, რომ იქ ორი რაკეტა ჩამოვარდნილიყო. თუ დადასტურდა, რომ ერთ-ერთი რაკეტა უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს ეკუთვნის, მაშინ უნდა არსებობდეს მეორე რაკეტაც, რომელსაც უკრაინული რაკეტა მისდევდა.
არესტოვიჩის თქმით, საზენიტო რაკეტას ცაში ასე უბრალოდ, ცარიელ ადგილას არ ისვრიან. ესე იგი უნდა არსებობდეს მეორე რაკეტა, რომელსაც უკრაინული რაკეტა მისდევდა.
„თუ უკრაინულმა რაკეტამ რუსული ჩამოაგდო და პოლონეთში ნამსხვრევები ჩავარდა, მაშინ სად არის ნამსხვრევები. და თუ რაკეტა განადგურებული არ იყო, მაშინ სად ჩავარდა ის რაკეტა?“ - კითხულობს არესტოვიჩი.
არესტოვიჩის თქმით, ცალსახაა, რომ დასავლეთმა გადაწყვიტა, რომ სიტუაცია არ გაამწვავოს. „დასავლეთს რომ ნდომებოდა ამ ინციდენტის გამოყენება და ესკალაციის გზით წასვლა, ის ამას გააკეთებდა. და რადგანაც ეს არ გააკეთეს, ესე იგი არც უნდოდათ გამწვავება“, - განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.
ინფორმაციას glavred.info ავრცელებს.
0
0
15 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025