29/10/2021
17:57
საზოგადოება
შალვა სიჭინავა დაიბადა, ზუგდიდში. საშუალო სკოლისა და მუსიკალური ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, 1939 წელს, სწავლა განაგრძო თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. უმაღლეს სასწავლებელში სწავლასთან ერთად, სამხედრო-სავალდებულო სამსახურის მოსახდელად შევიდა, ა/ კავკასიის 44-ე არმიის 63-ე პოლკის ორკესტრის ოცეულში. 1941 წლის 22 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, სწავლა შეწყვიტა და ბრძოლაში ჩაება ყირიმის ფრონტის წინა ხაზზე. იბრძოდა ქ.ფეოდოსიაში, ქერჩსა და კავკასიის დამცველთა შენაერთებში.
1960 წლიდან 1987 წლამდე მუშაობდა ქ. ზუგდიდის N 1 სამუსიკო სკოლის დირექტორად.
ბატონი შალვა დაჯილდოვებულია დიდი სამამულო ომის II ხარისხის ორდენით, 1990 წლის 30 იანვარს მიენიჭა საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება, ხოლო 2007 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ულოცავს შალვა სიჭინავას 100 წლის იუბილეს, დღეგრძელობას და ჯანმრთელობას უსურვებს.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024