30/01/2023
15:23
მსოფლიო
დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში „კადიროველებმა“ NTV-ის რუსი პროპაგანდისტი გააუპატიურა და ოპერატორი სცემა.
ტელეგრამის არხის Look for Your Own-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში ამ თემაზე ახალი ამბების გაშუქება აკრძალული იყო, თუმცა არხმა უკვე მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.
როგორც აღნიშნულია NTV-ის განცხადებაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისთვის, პროპაგანდისტი ოლგა ზენკოვა და ოპერატორი არტემ ეპიფანოვი ქალაქში სარედაქციო დავალებით იმყოფებოდნენ. 17 იანვარს ისინი ვორონცოვსკის რესტორანში სადილობდნენ, როდესაც თავს დაესხნენ დამპყრობლები, რომლებმაც თავი „ახმატის ბატალიონის მებრძოლებად“ წარმოადგინეს.
ინციდენტის შედეგად ოპერატორმა ეპიფანოვმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, პროპაგანდისტი კი გააუპატიურეს. როგორც არხმა აღინიშნა, ოკუპანტების მიერ კონტროლირებადმა „სამართალდამცავმა ორგანოებმა“ უარი თქვეს ამ საქმის გამოძიებაზე.
NTV-ის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ ოლგა ზენკოვა ნამდვილად მუშაობს მათთვის. ზენკოვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების ქვეშაა ანტიუკრაინული პროპაგანდის გამო.
0
0
დმიტრო კულება ინდოეთს ეწვია
28/03/2024