23/02/2023
16:47
მსოფლიო
ხვალ, 24 თებერვალს, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან ერთი წელი ხდება. როგორ გაგრძელდება სამხედრო მოქმედებები ერთი წლის შემდეგ?
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მკვლევარი იაროსლავა ბარბიერი აღნიშნავს, რომ ომი შეიძლება „წლები გაგრძელდეს“ და ვერცერთი მხარე შეძლებს რაიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვებას ტერიტორიული თვალსაზრისით.
„უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი მელიტოპოლი გაზაფხულზე მთავარი ბრძოლის ველი იქნება. ამჟამად, ვლადიმერ პუტინი "დონბასში ახალი დასაყრდენის" მოპოვებაზე ფოკუსრიდება. თუმცა, რუსეთისთვის ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს, რადგან 2023 წლის პირველ კვირეებში რუსულმა არმიამ მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ პუტინს შეტევითი ოპერაციების დაწყება ძალიან გაუჭირდება თავისი ისედაც დემორალიზებული ჯარებით“, - თქვა ბარბიერმა და დასძინა, რომ ზოგიერთმა რუსმა ჯარისკაცმა დეზერტირება სცადა. მაგრამ, მიუხედავად იმ სპეკულაციებისა, რომ პანიკაში ჩავარდნილმა კრემლმა შეიძლება ომის ესკალაცია მოახდინოს, ბარბიერი თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ალტერნატივა არ იქნება.
„მომდევნო 12 თვეში პუტინს საშინაო საკითხებზე ფოკუსირება მოუწევს, რადგან საზოგადოების უკმაყოფილება ცხოვრების დონის გაუარესების [სტაგნაციის] და მობილიზაციის ახალი ტალღების გამო კვლავ იზრდება. მიუხედავად ყველაფრისა, უფრო ოპტიმისტური სცენარით, უკრაინამ შეიძლება სრულიად აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ხელმძღვანელობას მის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობა დააკისროს. მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება დასავლეთზე, რომელმაც უკრაინის მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის თანმიმდევრული და გრძელვადიანი სტრატეგია უნდა შეიმუშავოს,“ - აღნიშნა ექსპერტმა.
0
0