21/11/2024
22:25
საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროტესტმა, სადაც მოქალაქეები 19 ნოემბერს დაკავებული მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვდნენ, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში გადაინაცვლა. აქციის მონაწილეები შეუერთდნენ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს საღამოს კარვები გაშალეს და ხელახალი არჩევნების დანიშვნისა და ჯაბა სამუშიას გადადგომას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის მათე დევაძეს, რომელიც ამბობს, რომ დაკავებისას პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა, 48-საათიანი წინასწარი პატიმრობის ვადა დღეს, 21 ნოემბერს ამოეწურა. აქტივისტს წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მათე დევიძემ, 19 ნოემბრის დილას, მელიქიშვილზე გამართულ აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0