27/07/2023
15:39
პოლიტიკა
ჩამოგაგდო ხომ „ხაბემ“, გადი გვერდზე, რას ეწუწუნები, ვის ემათხოვრები, მაგრამ მელიასაც ეს უნდათ - „დოლია ვარაბსკაია“, ნაქურდალის განაწილება. ვერ იღებენ და ამიტომაც არიან გაბრაზებული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
"ზოგი გაბრაზებულია, ზოგი გვერდზეა გაწეული, ზოგი ჩამოგდებულია, მაგრამ ჩემი "ხაბე" დაწინაურებულია და ეს მახარებს. ხელმოცარულების პლატფორმა დავარქვი და ვაშაძეა ამის ძირითადი მედროშე, ყველასთან იყო გაერთიანებული და რა უყო მერე ხოშტარიას, გადააგდო?! იქაც ხომ გამარჯვების პლატფორმა ჰქონდა, მოისროლა იმიტომ, რომ აქ უფრო სარფიანი წინადადება მიიღო კეზერაშვილისგან. ამ ხელმოცარულების გაერთიანება ახლა რისი მომტანი უნდა იყოს?! ცდილობენ, ფულის მოპარვის სქემაში ვინ როგორ ჩაჯდეს, ხან "ხაბეს" კლანი" დაწინაურდა, ხან ბარამიძე ჩააჩოჩეს, მელია მოსპეს.
მელიას უნდა ის "დოლია ვარაბსკაია", რაც არის ამ პარტიაში, ეს მოპარული ფულები რომ ნაწილდება, თვითონაც ამოიღოს, თავის ნაჭერი მიიღოს. უპრინციპოების, მორალისგან დაცლილო საზოგადოების თავშეყრის ადგილია, ჩვეულებრივ მხარდამჭერებზე არ მაქვს საუბარი. "ჭიჭე" ვაშაძე, ხაბეიშვილი, ბარამიძე. ბარამიძე, რანაირად უნდა დარჩე ბიჭო იმ პარტიაში? რაც შენ იწუწუნე, თავს ლაფი გადაისხი, ჟვანიას შემდეგ მაინც არსად მიგიღეს, არც პარლამენტში, არც საკრებულოში, მაინც იქ ხარ, რა თავმოყვარეობის, ღირებულების კაცი ხარ?! იგივეა მელია, ჩამოგაგდო ხომ "ხაბემ", გადი გვერდზე, რას ეწუწუნები, ვის ემათხოვრები, მაგრამ ეს უნდათ რა - "დოლია ვარაბსკაია", მაგრამ ვერ იღებენ და ამიტომაც არიან გაბრაზებული. ხომ იცით, რომელია "დოლია ვარაბსკაია"? - ნაქურდალის განაწილება, "კეზერა" ქურდავს, ესენი იყოფენ", - განაცხადა ზარქუამ.
0
0