20/11/2023
14:49
პოლიტიკა
მელიას დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან, ფაქტობრივად მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ მელიამ მანიფესტთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს.
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მთავარი არის პრეზიდენტი სააკაშვილი. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მნიშვნელოვანია ერთობა. ჩვენც ამას ვსაუბრობთ ამ თვეების განმავლობაში. კონკრეტული დისკომფორტი თუ ვინმეს ჰქონდა, მათ შორის პოლიტიკურ საბჭოში კონკრეტულ ადამიანებს პრობლემა თუ ჰქონდათ და აქვთ, სააკაშვილმა თქვა, რომ ის უხელმძღვანელებს და თავად იქნება ჩართული პროცესში. რაც შეეხება კონკრეტულ ერთ ადამიანს, ამ თვეების განმავლობაში ყბადაღებული თემა გახდა მისი ჭირ-ვარამი, წუწუნი და რაღაც ვერშეგუებლობა. ნაცვლად ხალხის პრობლემებზე საუბრისა, მხოლოდ თავის პრობლემებს მოთქვამს. ეს ადამიანი ან მიიღებს გადაწყვეტილებას 23 ნოემბრამდე, მოაწერს ხელს მანიფესტს, რომელსაც სააკაშვილი აუცილებლად გაასაჯაროებს, ან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ამ დროისთვის უკვე საკუთარი თავი გარიცხული ჰყავს მელიას თავისივე პოზიციებით. მელიას დიდი ხანია, გარიცხული ჰყავს საკუთარი თავი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობიდან, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით არის გარიცხულიც და გარიყულიც. რაც შეეხება იურიდიულ პროცედურას, მელია თუ მოგვმართავს ამასთან დაკავშირებით და მის სტატუსთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიღებს ადეკვატურ პასუხს. შესაძლოა, მანიფესტთან დაკავშირებით მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ხელს აწერს, არანაირი პრობლემა არ მაქვს, მობრძანდეს, თუ ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა. სხვა მიზნები და ამოცანები თუ აქვს, ის უკვე დიდი ხანია, გარიცხულია. თუ იურიდიულად დააინტერესებს „მგლის ბილეთი“, მოგვწერს და გავცემთ პასუხს, არის თუ არა წევრი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0