
პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით NDI-ს კვლევას ეხმაურება. როგორც ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს, ნიკა მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის პერიოდში პარტია 6-პროცენტიან მხარდაჭერაზე ჩამოიყვანა.
"6 პროცენტზე ჩამოიყვანა ნიკა მელიამ მსხვილი დასავლური პარტიის რეიტინგი და კიდევ ბედავს რაიმეზე ისაუბროს. ასე იცის უსაფუძვლო ამბიციამ, კრიტიკის არმიღებამ და "მოტლიკინე ტროლ -ბოტთა" და "მოტლიკინე მლანძღველ ქალთა"( დიდი ხნის - 20 წლის "ინფორმატორთა სტაჟის" მქონე მლანძღველთა) დაჯგუფების, მლიქვნელთა იმედად ყოფნამ. კატასტროფაა! აი, ამას ვამბობდი, ამ საშიშროებაზე ვსაუბრობდი ამდენი ხნის განმავლობაში, სწორედ ამას!", - წერს თაკო ჩარკვიანი.
ცნობისთვის, „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევაში კითხვაზე - რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 25%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 6%
სხვა პარტიები - 13%
არცერთი პარტია - 56%
0
0