„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას არ შექმნილ პარტიაზე ისეთივე რთულია საუბარი, როგორც წაუკითხავ წიგნზე, - ასე უპასუხა „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტების დასმულ კითხვას, რომელიც მელიას პარტიის პოლიტიკურ შანსებს ეხებოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ წარმოუდგენელია, რამე „არანაცური“ გააკეთონ იმ შემთხვევაში თუკი, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღიად დაუჭერს მათ მხარს.
„არარსებულ პარტიაზე რთულია საუბარი, ისევე როგორც წაუკითხავ წიგნზე, მაგრამ ვინაიდან ვიცი, რომ ნიკა მელია იქნება თუ ნიკა გვარამია, რეალურად ძირძველი, გულწრფელი „ნაცები“ არიან, ვერც კი წარმომიდგენია, რომ დარჩენილ დროში მათ რამე არანაცური გააკეთონ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი ღიად დაუჭერს მხარს ორიგინალ „ნაცმოძრაობას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ საარჩევნო ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ქვეყანაში ცვლილებას ვერ მოიტანს.
მელია ამბობს, რომ ოპოზიციაში ერთობის ზომას არა მასში შემავალი სუბიექტები, არამედ ხალხის რაოდენობა განსაზღვრავს.
0
0