14/11/2022
11:04
მსოფლიო
დამოუკიდებელმა კანდიდატმა, იურისტმა და სამოქალაქო აქტივისტმა, 54 წლის ნატაშა პირც მუსარმა სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. კვირას, 13 ნოემბერს, ბიულეტენების 99,99%-ის დათვლის შემდეგ, მან ამომრჩეველთა 53,86%-მა მიიღო. მისმა კონკურენტმა, ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანჟე ლოგარმა დამარცხება აღიარა, რომელმაც ხმების 46,14% მოიპოვა.
პირც მუსარი სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. თავის გამოსვლაში მან პირობა დადო, რომ ყველას პრეზიდენტი გახდება, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს დაიცავს და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
ნატაშა პირც მუსარი პრაქტიკოსი ადვოკატია. იგი ცნობილი აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის ინტერესების დაცვის შემდეგ გახდა. მუსარი 2016 წელს სლოვენური ტაბლოიდის, ასევე სლოვენური და ხორვატული კომპანიების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას ხელმძღვანელობდა, რომლებიც მელანია ტრამპის სახელს, მისი ნებართვის გარეშე, სარეკლამო მიზნებისთვის იყენებდნენ. სასამართლო პროცესი ტრამპის გამარჯვებით დასრულდა.
0
0