
პროექტი ითვალისწინებს შენობის, გათბობის, წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემების სრულ რეაბილიტაციას, ეზოს შემოღობვას, ჭიშკრის ორი ახალი კარის მონტაჟსა და ეზოში არსებული სამანქანო გზების მოასფალტებას, სპორტდარბაზის გამაგრებას, დარბაზის დამხმარე ნაგებობის დემონტაჟსა და მის ადგილზე სამსარულიანი ფრთის მიშენებას, ბუფეტის, სამზარეულოსა და სამედიცინო ოთახის მოწყობას.
სკოლის შენობა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აშენებული. მათ შორის ორი ნაწილი სასაწავლო დანიშნულებისაა, მესმე ნაწილში კი სპორტდარბაზი განთავსებული.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მეჯვრისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა ექნება.
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის 416 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხელთუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მათი ტრანსპორტირების ხარჯებს განათლებისა დამეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
0
0