
რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ, - წერს რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი, ლევან ხურცია, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, უკვე მოთხოვნები გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხმა საკუთარი შეხედულება დაგმოს, ვინაიდან მოლოდ კონკრეტული ჯგუფის აზრია სწორი. ხურციას თქმით, ეს არც სიყვარულია და არც მომავლის სწორი გზა, პატივისცემა კი ორმხრივია.
“ახლა ვკითხულობ სოც.ქსელში ინფოებს. არ ვარ დიდად აქტიური ამ კუთხით. რა ხდება მეგობრებო, ლანძღავთ რუსთაველის თეატრს, (სადაც ჩემი არსებობის80% ვატარებ)ლანძღავთ განსხვავებული შეხედულების ხალხს , ლანძღავთ კაცს რომელმაც ნახევარი არტისტ-რეჟისორები დაგზარდათ და ხელობა გასწავლათ, ბნ.სტურუას ვგულისხმობ. დგახართ სადაც შენი გვერდით მდგომი, ლეწავს რუსთაველის ეროვნულ თეატრს, ქუჩაში წერს “მოგ.. ნთ მშვიდობა”. მოთხოვნები ისმის უკვე, დაგმოს ხალხმა თავისი შეხედულება და მხოლოდ თქვენი აზრია სწორი… რა ვიცი კიდევ რამდენი რამ…
და ამას აკეთებთ ქვეყნის და ქართველის სიყვარულის სახელით… ეს არც სიყვარულია და არც სწორი გზა მომავლის. რა გითხრათ მადლობა დიდი !! უშეცდომო არავინაა, მაგრამ პატივისცემა ორმხრივია” - წერს ლევან ხურცია.
0
0
5 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
01/05/2026
4 მაისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
01/05/2026
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 მაისიდან
01/05/2026
მეუფე შიო მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა
01/05/2026