
„MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი - კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან არამეგობრული ურთიერთობების განვითარებას ლობირებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განუცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს შესახებ არასწორ ინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს და საქართველოსთან არამეგობრულ დამოკიდებულებაში არის ჩართული.
„აღნიშნული აქტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისთვის დამაზიანებელი ეფექტის მომტანი იქნება. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ “MEGOBARI აქტში“ არაფერია მეგობრული, ეს არის საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების დამაზიანებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის ვინც ლობირებს ამ დოკუმენტის მიღებას, რა თქმა უნდა, ვერ განიხილება საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გაძლიერების მომხრედ“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0