
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, „მეგობარი აქტი“ ანტიქართული აქტია.
როგორც საქართველოს პირველ არხს ქადაგიშვილმა განუცხადა, დღეს ყველაზე კარგი შესაძლებლობაა, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს და სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩო გამოიკვეთოს. ქადაგიშვილის განცხადებით, ასეთი აქტები კი, ამის წინააღმდეგ არის მიმართული.
„უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოსგან ითხოვდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე გადასულიყო. საქართველოსა და ხელისუფლებაზე პოლიტიკური წნეხი უკიდურესად გაძლიერებული იყო. სწორედ ამ კონტექსტში მოამზადეს „მეგობარი აქტები“ და სხვადასხვა რეზოლუციები აბსურდული ჩანაწერებით. ამერიკაში სხვა პრეზიდენტია და სხვა დამოკიდებულებაა. ამიტომ, ეს აქტი დარჩება აქტად, რომელიც მხოლოდ ვიწროპოლიტიკური ჯგუფების ინტერესებს გამოხატავს და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენისთვის არ იქნება ხელის შემშლელი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
0
0