
ჩვენ "MEGOBARI აქტი" გვჭირდება! - აცხადებს შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე. კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ 250 დღის განმავლობაში, ქართველი ხალხი ანტიამერიკული "ქართული ოცნების" წინააღმდეგ პროტესტს განაგრძობს.
პასუხად "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ჯო უილსონს ფინანსური ინტერესი აქვს და ეს ფარა-ს დოკუმენტაციამაც დაადასტურა. საპარლამენტო უმრავლესობა კონგრესმენის ლობისტურ საქმიანობას უკავშირებს მეგობარი აქტის მიღების სურვილს და მხარდაჭერას
"ქართული ონების" ოპონენტების კი აცხადებენ, რომ "მეგობარი აქტი" ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას გამოხატავს.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ფონის გარდა, "მეგობარი აქტი" მხარდაჭერას უცხადებს იმ ხალხს, რომელიც საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.
"მეგობარი აქტი" არის იმ პოლიტიკის ასახვა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია, მათ შორის, მხარდაჭერას უცხადებენ იმ ხალხს, რომლებიც იბრძვის თავისუფლებისთვის საკუთარ ქვეყანაში.
"მეგობარი აქტის" მიმართ ჩვენ პოლიტიკურ ძალას გააჩნია მკაფიო პოზიცია, რომ ეს არის ქართველი ხალხის მხარდასაჭერი. "მეგობარი აქტის" მიღებას წინ არაფერი დაუდგება. ამერიკის პოზიცია არის მკაფიო, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ძალიან ბევრჯერ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0