
"მეგობარი აქტი შეჩერდაო - ქოცებს უხარიათ. აქედანაც ჩანს როგორ განიცდიან საერთაშორისო იზოლაციას ეს სუნიანები. " - ამის შესახებ "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"მეგობარი აქტი შეჩერდაო - ქოცებს უხარიათ.
აქედანაც ჩანს როგორ განიცდიან საერთაშორისო იზოლაციას ეს სუნიანები.
არა ქოცებო - მეგობარ აქტს სენატი აუცილებლად დაამტკიცებს, თუ იქამდე ქართველებმა თქვენი პრორუსული, პროჩინური და პროირანული რეჟიმის დემონტაჟი არ უზრუნველვყავით.
აქტი კი არ შეჩერდა, ჰოთლაინის პროცედურა შეჩერდა.
სენატი ამტკიცებს ორგვარად:
1. ჩვეულებრივი პროცედურა - განხილვებით და ა. შ.
2. ჰოთლაინ პროცედურა - როცა აქტი ჰოთლაინზე იდება და თუ არავინ გააპროტესტა, განუხილველად მიიღება.
ეს ოფციები იმთავიდან იდო მაგიდაზე და სიმართლე გითხრათ, ჩვენ ჰოთლაინზე დადება არ გვხიბლავდა, გვერჩია შორი გზა მოგვევლო და შინ მშვიდობით მივსულიყავით - ვიცოდით რომ რენდ პოლი არ გამაზავდა განხილვის შესაძლებლობას და ჰოთლაინის პროცედურას გააჩერებდა.
ეს აქტს არაფერს დააკლებდა, მაგრამ ვხედავთ, რომ ნიუსი შექმნა რითიც რეჟიმმა შეიძლება ხალხი დააბნიოს.
მოკლედ, არ დაიბნეთ მეგობრებო - მეგობარი აქტი არ შეჩერებულა.
განუხილველად მიღების პროცედურა შეჩერდა მხოლოდ და განხილვა იქნება.
განიხილავენ და მიიღებენ აუცილებლად, თუ იქამდე პრორუსული, პროჩინური და პროირანული ხელისუფლების დემონტაჟი არ მოვახდინეთ აქ - ქართველებმა" - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი
0
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
25/07/2025