20/11/2021
16:12
სამართალი
„ვიდეოკადრები ნამდვილად მისი, უკრაინაში მდებარე ბინის ჩხრეკისასაა ამოღებული. ეს დოკუმენტურადაა დადასტურებული და ამის გადამოწმება მარტივად შეიძლება. ესაა მხოლოდ იმის ნაწილი, რაც მისი ბინის ჩხრეკისასაა ამოღებული. არის ამაზე მძიმე კადრები, უმძიმესი დანაშაულები. სასტიკი მოპყრობა პირდაპირაა აღბეჭდილი კადრებში - დახვრეტის ინსცენირება, გაუპატიურების იმიტაცია და ა.შ. უმძიმესი ფაქტებია“, - აღნიშნა პროკურორმა.
18 ნოემბერს პროკურატურამ მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძის საქმეზე ვიდეომტკიცებულებები გამოაქვეყნა. პროკურატურის ცნობით, მათ პატიმარს საკუთარი ჩვენება შეაჭამეს, შემდეგ კი პატიმრის გაუპატიურების ინსცენირებას აყურებინეს. წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე პასუხისგებაში მისცა, ამავე საქმეზე ბრალდებულია მეგის ქარდავა.
0
0