
გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის (გერმანია) მხარდაჭერით, ბადაგონის მეღვინეობას საერთაშორისო ღვინის ბიზნესისა და მეღვინეობა-მევენახეობის 25 სტუდენტი ეწვია.
მათ მოინახულეს ბადაგონის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მეღვინეობა, ალავერდის მონასტრის მე-11 საუკუნის ისტორიული მარანი, სადაც ბადაგონის ქვევრის ღვინოების დაყენება ხდება, ასევე - იყალთოს ქვევრის სკოლა-აკადემია.
სტუმრებს ლექცია ჩაუტარა ბადაგონის ენოლოგმა სალომე სალაყაიამ, ღვინის მასტერ კლასი ჩაატარეს ბადაგონის მთავარმა მეღვინემ სანდრო ქუმსიაშვილმა და ბადაგონის იტალიელმა ენოლოგმა პაოლო ლავანიამ.
სტუდენტები ბადაგონის მხრიდან მოიხიბლნენ როგორც ღვინის დაყენების ქართული ტრადიციის უდიდესი პატივისცემითა და სრულყოფილად შენარჩუნებით და ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი უზადო ღვინის საწარმოთი.
ასევე დაუვიწყარი აღმოჩნდა მათთვის ოჯახური სითბოთი აღსავსე სტუმართმასპინძლობა რესტორანში "ბადაგონის სახლი" ალავერდთან.
როგორც პროგრამის ხელმძღვანელმა ლანა შაიშმელაშვილმა მოგვიანებით დაწერა, 25 საერთაშორისო ღვინის ბიზნესის, მევენახეობა და მეღვინეობის სტუდენტისთვის საქართველოში მოწყობილ საზაფხულო სკოლის ფარგლებში, ისინი ესტუმრნენ სხვადასხვა ორგანიზაციებსა და ღვინის მარნებს, რომლებმაც უდიდესი სიყვარულით მიიღეს.
"ჩვენი სტუმრობის განმავლობაში ვეწვიეთ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს (SRCA), სადაც შევხვდით საქართველოს მევენახეობა და მეღვინოებისთვის უმნიშვლენოვანეს ექსპერტებს: თეკლე ზაქალაშვილს, ლევან უჯმაჯურიძეს, დავით ჩიჩუას და ნიკოლოზ ქირვალიძეს. მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს მევენახეობა-მეღვიეობაზე და ასევე გავეცანით უძველეს ადგილობრივ და მივიწყებულ ჯიშებს. ასევე ვესტუმრეთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ ქართულმა ღვინომ მეტი პოპულარიზაცია მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, ვესტუმრეთ სხვადასხვა ისტორიის და ზომის მარნებს"- განაცხადა ლანა შაიშმელაშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა მეღვინეობა ბადაგონზე და კომპანიის მასპინძლობაზე.
"ბადაგონის მარანი მოვინახულეთ ნიკოლოზ სალაყაიას დახმარებით, სადაც ნიკოლოზ სალაყაიამ და მისმა ოჯახმა გულუხვად მიგვიღეს და გვიმასპინძლეს. ღვინის ქარხნიდან დაწყებული, XI საუკუნის მარნითა და ქვევრის სკოლით დამთავრებული, რასაც მოყვა სუფრა, სავსე ქართული სტუმართმოყვარეობით, რომელიც არასდროს დამავიწყდება არც მე, და არც ჩემს გერმანელ სტუმრებს."- აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა.
სტუმრებისთვის ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა ქვევრის მზადების პროცესზე დაკვირვება.
"ასევე უნიკალური მომენტი იყო, როდესაც მოგვიანებით, ჩვენი თვალით ვნახეთ ქვევრის მზადების მუშაობის პროცესი ქვევრის ოსტატის მიერ. ღვინისა და ლექციების მიღმა, ეს საზაფხულო სკოლა იყო სავსე ქართული სტუმართმოყვარეობით, კულინარიით, ისტორიით, კულტურითა და რელიგიით. ერთ-ერთმმა ჩემმა კურსელმა თქვა: „სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ ვიყავი ამ ქვეყნით დაინტერესებული. მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემიყვარდა საქართველო. ეს გრძნობა თითოუელმა მათგანმა გაიზიარა. ძალიან მადლიერი ვარ უნივერსიტეტის, ჩვენი მასპინძლების და ყველა იმ ადამიანის, ვინც წვლილი შეიტანა ამ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გამოცდილებაში. ჩემთვის დიდი პატივი იყო ჩემი ქვეყნის გაზიარება თანაკურსელებთან."- განაცხადა ლანა შაიშმელაშვილმა.
0
0