
დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზი ძმის, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის დაკავების შემდეგ აცხადებს, რომ კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს.
ამასთან, მეფე ჩარლზმა აღნიშნა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
„ღრმა შეშფოთებით შევიტყვე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორის შესახებ სიახლეები და ეჭვი საჯარო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესახებ. ამას მოჰყვება სრული, სამართლიანი და სათანადო პროცესი, რომლის მეშვეობითაც ეს საკითხი შესაბამისი წესით და შესაბამისი ორგანოების მიერ იქნება გამოძიებული.
როგორც ადრეც ვთქვი, ამაში ჩვენი სრული და გულწრფელი მხარდაჭერა და თანამშრომლობა აქვთ. ნება მომეცით, ნათლად განვაცხადო, კანონმა თავისი საქმე უნდა გააკეთოს. რადგან ეს პროცესი გრძელდება, ჩემი მხრიდან ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება სწორი არ იქნებოდა. ამასობაში, მე და ჩემი ოჯახი ჩვენი მოვალეობის შესრულებას და თქვენდამი მსახურებას გავაგრძელებთ,“ – განაცხადა მეფე ჩარლზმა.
0
0