-share.jpg)
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი, უკრიანის პრეზიდენტისა და მისი გუნდის ხსენებისას, სულ უფრო ხშირად იშველიებს ციტატებს წმინდა წერილიდან. ამჯერად, მან იოანეს გამოცხადების ერთ ერთი მუხლი გამოიყენა. მედვედევის ეს განცხადება კიევო-პეჩორსკის ლავრაში განვიტარეულ მოვლენებს უკავშირდება.
"როდესაც ხედავ, რას აკეთებს ზელენსკი და კომპანია კიევ-პეჩერსკის ლავრასთან მიმართებაში, განსაკუთრებით ნათლად გესმის, როგორი გამძვინვარებული ნაბიჭვრები და საზიზღარი ნაძირლები არიან ისინი. მათთვის სხვა განსაზღვრება უბრალოდ, არ არსებობს.
დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დადგებიან არა მხოლოდ ადამიანის სასამართლოს წინაშე, არამედ უპირველეს ყოვლისა მისი (ღმერთის - რედ) სასამართლოს წინაშე. და მიეზრებათ ყველაფრისთის,
რადგან ნათქვამია: "შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუ წინასწარმეტყველიც, მის წინაშე რომ ახდენდა სასწაულებს, რითაც აცთუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი, და ორივენი ცოცხლად იქნენ ჩაყრილი გოგირდით მოგიზგიზე ცეცხლის ტბაში" (გამოც. 19:20).
0
0