
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა უახლოეს ათწლეულებში მსოფლიოში ბირთვულ განიარაღებას შეუძლებელი უწოდა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა.
მისი აზრით, ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოები ვერ დათმობენ მას, თუნდაც უკრაინაში კონფლიქტი საბოლოოდ მოგვარდეს.
„მსოფლიო შექმნის ახალ, უფრო დესტრუქციულ იარაღს და სულ უფრო მეტი ქვეყანა შეიძენს ბირთვულ არსენალს“, - დასძინა მედვედევმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველამ კარგად იცის, რა შეიძლება მოჰყვეს მოვლენების ასეთ განვითარებას.
7 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სურს დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან და ჩინეთთან დენუკლეარიზაციის საკითხზე. სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ ”კარგი იქნება”, თუ მსოფლიოში ყველა ბირთვული ძალა მოიშორებს მასობრივი განადგურების იარაღს.
0
0