
მედვედევი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც სტატუსი დაწერა და შემდეგ ეს წაშალეს _ ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ “Дождь”-ის ეთერში განაცხადა.
“მედვედევის პოსტთან დაკავშირებით ტრივიალური ვერსია მაქვს, რომ მედვედევი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, როდესაც სტატუსი დაწერა და შემდეგ ეს წაშალეს. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ ჰაკერებმა გატეხეს მისი აქაუნთი, არის არასერიოზული. ჩვენ ხომ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეზე ვსაუბრობთ, ის ხომ ყოფილი პრეზიდენტია და ხელისუფლების მოქმედი წარმომადგენელი, რომელმაც პუტინთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო სამარცხვინო ომი უკრაინასთან და რაც მთავარია, სიტყვები და ტონი, სწორედ მედვედევის სტილია. პატარა განაწყენებული ადამიანი, რომელსაც არ უნდა აღიარება რომ აგებს”_ განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის პირად გვერდზე სოციალურ ქსელში – ВКонтакте, გამოქვეყნდა სტატუსი,სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.
0
0