04/02/2022
11:05
რეგიონები
მუნიციპალიტეტის მერიამ, 2019 წელს საზოგადოებრივი ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებამდე განახორციელა ბაზრის კვლევა, რომლის ფარგლებშიც მიმართა საქართველოს ბაზარზე არსებულ სავარაუდო მომწოდებლებს.
ბაზრის კვლევა ჩატარდა ავტობუსის ფასის დასადგენად, ხოლო ავტობუსის მახასიათებლები შერჩეული იქნა შესაბამისი პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაციით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული იქნა მუნიციპალიტეტის რელიეფური მდგომარეობა, ასევე ავტობუსების შეძენის შემდგომ მისი ექსპლუატაციის პროცესში გასაწევი ტექ-მომსახურების ხელმისაწვდომობა, რომელშიც იგულისხმება ის რომ ავტობუსის კოლოფი, ძრავა და ავტობუსის ერთი მარკის შემთხვევაში მისი ტექ-მომსახურება უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იქნებოდა ხარისხის თვალსაზრისით. ასევე გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ავტობუსები უნდა ყოფილიყო ე.წ ევრო 5-ის კლასი, რადგანაც აირის გამონაბოლქვის ემისიის მაღალი კლასი წარმოადგენდა გარემოს დაბინძურების ნაკლები მაჩვენებლის გარანტიას.
ზუგდიდის მერიამ ბაზრის კვლევის შედეგად ტენდერი გამოაცხადა შემოთავაზებულ უმცირესი ფასის მაჩვენებელზე და საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 1 ავტობუსის ღირებულებით 220 ათასი ლარი. რაც შეეხება 178.8 ათას ლარად შეთავაზებულ ავტობუსს ის წარმოადგენდა დაბალი კლასის ე.წ. ევრო 4-ის ტიპს.
აღნიშნული შესყიდვის განხორციელების შედეგად მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული ყველა გამოწვევაზე იქნა შესაბამისი რეაგირება. კერძოდ: მუნიციპალიტეტმა შეიძინა ახალი ავტობუსები და მოსახლეობა გადაადგილდება კომფორტულად, ევრო 5-ის კლასის შეძენის პირობებში გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი და დაექვემდებარა მსოფლიოში არსებულ უმაღლეს სტანდარტებს, ხოლო ერთი მარკის გადაცემათა კოლოფის, ძრავის და ავტობუსის შესყიდვით მუნიციპალიტეტმა დაზოგა ტექ-მომსახურებაზე გაწეული ხარჯები, როგორც ღირებულებითი, ასევე სერვისის ეფექტურობის თვალსაზრისით.
0
0